ინტელის ძირითადი კურსი
Sunday, April 10, 2016
მე-9 დღე.
ტრენინგის მეცხრე დღე
ტრენინგის მეცხრე დღეს
განვიხილეთ
მერვე
მოდული.
როგორ წარმოვადგინოდ ეფექტურად
და გაუზიაროთ კოლეგებს
კონსტრუქციული
შეფასება.
გავიხსენეთ,რომ
საპრეზენტაციო
ჩვენება
მოსწავლეების
მიღწევების
აღნიშვნის
საუკეთესო
საშუალებაა.
ტრენინგის ამ კურსმა
საინტერესო
და
ახალი
უნარ-
ჩვევები
შემძინა,
დამანახა
პროექტებით
სწავლების
დადებითი
მხარეები,
თუ
როგორ
შეიძლება უფრო საინტერესოდ
და
მრავალფეროვნად
მივაღწიოთ
თემის
სიღრმისეულ
შესწავლას.კურსისის დასრულების შემდეგ აქტიურ მუშაობას გავაგრძელებ კოლეგებთან ერთად .ჩემს მიერ შემუშავებულ იდეებსა და მასალებს გამოვიყენებ კლასში სწავლების ან დაგეგმვის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. დიდი მადლობა ქალბატონ დიანას .
Sunday, April 3, 2016
მე-8 დღე დღეს გავეცანით თუ როგორ უნდა დავგეგმოთ პროექტი მოსწავლეთა წარმატებისათვის.პროექტის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის საჭიროება ,შევქმნათ გარემო სადაც მოსწავლეები გამოავლენენ თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებს .დაეყრდნობიან ინტერესებს ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მისაღებად.განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდიკაში გავრცელებული ოთხი დონე რომელიც მოიცავს მასწავლებლის მიერ მოსწავლეების ისეთი ხერხებით უზრუნველყოფას, რომელიც დაეხმარებათ მათ რთული დავალებების შესრულებაში.
Saturday, April 2, 2016
Sunday, March 27, 2016
მეექვსე დღეს გავეცანით პროექტებში საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას,რომელიც მოსწავლეს ეხმარება 21-ე საუკუნის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში.ასევე განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშის შექმნა და შეფასება, რაც მათ დაეხმარება მოდულის მოლოდინების ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო პროცედურების გაუმჯობესებაში. გავეცანით შეფასების ფორმას -ჩეკლისტს,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება თვითშეფასებაში.
Saturday, March 26, 2016
ტრენინგის მე-5 დღე
დღეს განვიხილეთ მე-3 მოდული.გავეცანით რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისათვის ,რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესისათვის.განვიხილეთ საავტორო უფლებებისა კანონიერი გამოყენების პრინციპები..პროგრამა ვორდში დავეუფლეთ კომენტარების გაკეთების ფუნქციას,რომელსაც გამოვიყენებ არამარტო პროექტისათვის, არამედ სხვა პროცესებისათვისაც.გვქონდა შეფასების გეგმების პრეზენტაცია.მადლობა ტრენერს.

Saturday, March 19, 2016
ტრენინგის მე-4 დღე
გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდის განვითარებისა და შეფასების სტრატეგიებს,რის საშუალებითაც კარგად განვსაზღვრავთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას.განვიხილეთ მეთოდები,მიზნები და ინსტრუმენტები ანუ შეფასების საჭიროებები.განხილული ცხრილები ასევე ხელს შეგვიწყობს დროულად დავეხმაროთ მოსწავლეებს.

Subscribe to:
Posts (Atom)