Sunday, March 27, 2016

     მეექვსე  დღეს გავეცანით პროექტებში საკომუნიკაციო  საშუალებების  გამოყენებას,რომელიც მოსწავლეს ეხმარება  21-ე საუკუნის  და მაღალი სააზროვნო  უნარების განვითარებაში.ასევე განვიხილეთ  მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის  ნიმუშის  შექმნა და შეფასება, რაც მათ    დაეხმარება  მოდულის   მოლოდინების  ზუსტად განსაზღვრაში და სასწავლო  პროცედურების  გაუმჯობესებაში.      გავეცანით   შეფასების ფორმას -ჩეკლისტს,რომელიც მოსწავლეს  დაეხმარება  თვითშეფასებაში.


 

Saturday, March 26, 2016

ტრენინგის  მე-5 დღე

დღეს განვიხილეთ მე-3 მოდული.გავეცანით რჩევებსა და მეთოდებს უკუკავშირისათვის ,რომელიც აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი შემოქმედებითი  პროცესისათვის.განვიხილეთ  საავტორო უფლებებისა  კანონიერი  გამოყენების პრინციპები..პროგრამა ვორდში  დავეუფლეთ კომენტარების გაკეთების ფუნქციას,რომელსაც გამოვიყენებ არამარტო პროექტისათვის, არამედ  სხვა პროცესებისათვისაც.გვქონდა შეფასების გეგმების პრეზენტაცია.მადლობა ტრენერს.

 

Saturday, March 19, 2016

ტრენინგის მე-4 დღე
გავეცანით  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდის  განვითარებისა  და შეფასების სტრატეგიებს,რის  საშუალებითაც  კარგად  განვსაზღვრავთ  მოსწავლეთა  წინარე ცოდნას.განვიხილეთ  მეთოდები,მიზნები და  ინსტრუმენტები  ანუ   შეფასების   საჭიროებები.განხილული  ცხრილები  ასევე ხელს შეგვიწყობს  დროულად  დავეხმაროთ  მოსწავლეებს.

Wednesday, March 16, 2016

ტრენინგის მე-3 დღე

ტრენინგის მესამე დღეს განვიხილეთ სასწავლო პროექტების დაგეგმვა .გავეცანით სამ ძირითად  კითხვას, რომელიც  მიმართულებას გვაძლევს თუ როგორ წარვმართოთ პროექტის დაგეგმვა  ,ასევე დამეხმარება  სტანდარტისა და  სასწავლო მიზნების მიღწევაში .  გავეცანით  პროექტის  მონახაზს.  განვიხილეთ  კოლეგების მოსაზრებებ
ი.


Monday, March 14, 2016

ტრენინგის პირველი და მეორე დღე

ტრენინგის პირველ დღეს ვნახეთ ფილმი "ხიდი" სადაც ნათლად იყო  ნაჩვენები "პროექტის" არსი და მისი დაგეგვის გზები. 
განვიხილეთ "ელექტრონული წიგნი" და პროექტებით სწავლება. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის, მოსწავლის და მასწავლებლის როლი ამა თუ იმ პროექტში და მათი განსაზღვრის გზები.
შევქმენით საქაღალდეები და განვიხილეთ  ბუკლეტების შექმნის მეთოდები.
ვისწავლეთ და შევქმენით "ბლოგი"
 ეს ყველეფერი მოსწავლეებს დაეხმარება პრობლემის გადაჭრაში და გამოუკიდებელ მუშაობაში.